A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
DA DE DI DO DU
DUE DUM DUR

Duration – დურაცია

საზომი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად რეაგირებს ობლიგაციის ან სხვა ფასიანი ქაღალდის ფასი საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე. საპროცენტო განაკვეთის ზრდისას ფასიანი ქაღალდისგან მიღებული ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება მცირდება, შესაბამისად, მცირდება მისი ფასიც. მაგალითად, რაც უფრო მაღალია დურაციის მაჩვენებელი, მით უფრო მეტად დაეცემა ფასიანი ქაღალდის ფასი საპროცენტო განაკვეთის გაზრდისას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9