A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
EA EC EF EQ ES EU EX
EAR

Earned Premium – გამომუშავებული პრემია

სადაზღვევო კომპანიის მიერ მიღებული პრემია იმ სადაზღვევო პოლისზე, რომელსაც უკვე გაუვიდა ვადა. გამომუშავებული პრემიის ცნება უკავშირდება შემდეგ გარემოებას: როგორც წესი, დაზღვეული პირები სადაზღვევო პრემიას წინასწარ ან გარკვეული პერიოდულობით იხდიან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სადაზღვევო პოლისის ვადის გასვლამდე სადაზღვევო კომპანიას (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას) ვალდებულებები აქვს დაზღვეული პირის წინაშე და იღებს შესაბამის ფინანსურ რისკს, იგი მიღებულ თანხებს გამომუშავებულად ვერ ჩათვლის. პოლისის ვადის გასვლის შემდეგ კი სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება რისკისგან და მიღებული თანხები გამომუშავებულ პრემიად ჩაითვლება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9