A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
EA EC EF EQ ES EU EX
EFF

Effective interest rate – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

უკუგება ინვესტიციაზე, რომლისთვისაც სარგებლის მიღება ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე. იგი ასევე შეიძლება იყოს სესხზე (ან სხვა მსგავს ვალდებულებაზე) გაწეული საპროცენტო ხარჯი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამომდინარეობს ნომინალური საპროცენტო განაკვეთიდან, თუმცა განსხვავდება დარიცხვის სიხშირით. რაც უფრო მეტია წელიწადში გადახდების რაოდენობა, მით მეტია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. მის გამოსათვლელად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი=(1+ნომინალური

საპროცენტო განაკვეთი/წელიწადში გადახდების

რაოდენობა)^ წელიწადში გადახდების რაოდენობა-1.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9