სახელმწიფო გადასახადი, რომლითაც იბეგრება კანონით განსაზღვრული საქონლის იმპორტიორი ან მწარმოებელი საწარმოები. აქციზის გადასახადით იბეგრება, მაგალითად, ისეთი საქონლის შემოტანა/გასაღება, როგორიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი და საწვავი. დასაბეგრი საქონლის ტიპები და გადასახადის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.