კომპანიის აქტივების ან/და ვალდებულებების მიმდინარე საბაზრო ფასებში გამოხატული ღირებულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მათი საბალანსო ღირებულებისგან. ეს განსხვავება ხშირად გამოწვეულია შიდა ფაქტორებით, მაგალითად, ცვეთის/ამორტიზაციის ნორმით, მისი დარიცხვის მეთოდით და სხვა; ასევე გარე ფაქტორებითაც, მაგალითად, ბაზარზე ფასების ცვლილებით.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.