გრძელვადიანი მატერიალური აქტივი, რომელიც საწარმოს განკარგულებაშია და გამოიყენება წარმოებაში, საქონლის ან მომსახურეობის მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. როგორც წესი, ძირითადი საშუალების სასარგებლო მომსახურების ვადა ერთ წელზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ იგი გამიზნულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად. ასეთი აქტივის მაგალითია საბეჭდი დაზგა, რომელსაც ფლობს წიგნის გამომცემლობა და იყენებს წიგნების დასაბეჭდად არაერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. სხვა ტიპის ძირითადი საშუალებებია: მიწა, შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.