ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია ძირითად საშუალებებს გაყიდვების გენერირების პროცესში. მოცემული მაჩვენებელი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ძირითადი საშუალებების ბრუნვა=წმინდა გაყიდვები/ძირითადი აქტივების საშუალო წმინდა ღირებულება
რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტიანად მოიხმარს კომპანია ძირითად საშუალებებს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.