პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს გარიგების რეალურ წლიურ ღირებულებას, გარიგებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით. იგი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: წლიური საპროცენტო განაკვეთი=(((პროცენტის ჯამური ხარჯი+დამატებითი ხარჯები/ძირი თანხა)/გარიგების ხანგრძლივობა წლებში)*100% ყველაზე ხშირად წლიური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება სესხებისა და ინვესტიციების შესადარებლად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.