გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელიც მხარეებისგან დამოუკიდებლად დადგა და რომლის წინასწარ გათვლაც შეუძლებელი იყო. გარიგებებში ხშირად არის გათვალისწინებული მუხლი, რომელიც მხარეებს, ფორს-მაჟორის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.