დანახარჯები, რომლებიც არ მიეკუთვნება კონკრეტულ დეპარტამენტს და არ მონაწილეობს საქონლისა და მომსახურების შექმნაში, თუმცა მათი გაწევა აუცილებელია საწარმოს ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის. ასეთი დანახარჯების მაგალითებია: ადმინისტრაციის ხელფასები, საიჯარო ხარჯი, ოფისის აღჭურვილობის ცვეთა, საკომუნიკაციო ხარჯი და სხვა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.