მონეტარული სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ფული სრულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ღირებულების ოქროს რეზერვებით. ასეთი სისტემის პირობებში ვალუტის მსყიდველუნარიანობა და ფულის მიწოდება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი რაოდენობის ოქრო დარეზერვდა მის გამოსაშვებად, რაც ფულის ერთეულის მიმართ დამატებით ნდობას აჩენს და ინფლაციურ რისკებს ამცირებს. ოქროს სტანდარტი მე-19 საუკუნეში თითქმის ყველა სახელმწიფოში იყო დაცული, თუმცა დღეს იგი აღარსად გვხვდება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.