A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
GE GO GR
GRO

Gross Debt Service Ratio (GDS) – მთლიანი ვალის მომსახურების კოეფიციენტი

ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც ზომავს თანაფარდობას პოტენციური მსესხებლის შემოსავალსა და მის მიერ იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების სიდიდეს შორის. მაგალითად, თუ სუბიექტმა ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს 10 000 ლარი იპოთეკური სესხის ძირი თანხის, სესხზე დარიცხული პროცენტისა და ქონების გადასახადის დასაფარად, ხოლო მისი წლიური შემოსავალია 40 000 ლარი, მთლიანი ვალის მომსახურების კოეფიციენტი იქნება 10 000/40 000=25%. მთლიანი ვალის მომსახურების კოეფიციენტს, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ხშირად იყენებენ კრედიტორები, რათა შეაფასონ, რამდენად შეძლებს პოტენციური მსესხებელი იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული ვალდებულებების გასტუმრებას და, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, დაადგინონ იპოთეკური სესხის ძირი თანხის სიდიდე.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9