რესურსი, რომელსაც კომპანია წარსული ოპერაციების შედეგად ფლობს და რომლისგანაც მომავალში ეკონომიკურ სარგებელს მოელის. ეს მოსალოდნელი სარგებელი შეიძლება გულისხმობდეს როგორც ფულადი ნაკადების ზრდას, ასევე გასაწევი ხარჯების შემცირებას. გამოყოფენ ძირითად საშუალებებსა და მიმდინარე აქტივებს, მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს, საოპერაციო და არასაოპერაციო აქტივებს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.