A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
HI
HIG HIS

High-Low Method – უდიდეს-უმცირესის მეთოდი

ტექნიკა, რომელიც ფიქსირებულ და ცვლად დანახარჯებს მიჯნავს ერთმანეთისაგან. როგორც წესი, ეს მეთოდი გამოიყენება შეზღუდული რაოდენობის მონაცემის არსებობისას. თავდაპირველად გამოითვლება ცვლადი დანახარჯი შემდეგი ფორმულით:

ერთეულის ცვლადი დანახარჯი=(ჯამური დანახარჯი უდიდესი აქტივობისას-ჯამური დანახარჯი უმცირესი აქტივობისას)/ (ერთეულთა რაოდენობა უდიდესი აქტივობისას-ერთეულთა რაოდენობა უმცირესი აქტივობისას)

უდიდეს აქტივობად მიიჩნევა პერიოდი, როდესაც წარმოებული პროდუქტის რაოდენობა ყველაზე მეტი იყო, ხოლო უმცირეს აქტივობად, პირიქით - პერიოდი, როდესაც წარმოებული პროდუქტის რაოდენობა ყველაზე ცოტა იყო. ამის შემდეგ გამოითვლება ფიქსირებული დანახარჯი შემდეგი ფორმულით:

ფიქსირებული დანახარჯი=ჯამური დანახარჯი უდიდესი აქტივობისას-(ცვლადი დანახარჯი ერთეულზე*ერთეულთა რაოდენობა უდიდესი აქტივობისას)

მას შემდეგ, რაც ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები გამოითვლება, შესაძლებელი გახდება მოდელის აგება, რომელიც ერთეულთა კონკრეტული რაოდენობისთვის გამოთვლის ჯამურ დანახარჯს (უდიდეს-უმცირესის დანახარჯს) შემდეგი ფორმულით:

უდიდეს-უმცირესის დანახარჯი=ფიქსირებული დანახარჯი+(ერთეულის ცვლადი დანახარჯი*ერთეულთა რაოდენობა).

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9