ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც აღწერს კომპანიის წმინდა აქტივების შეფარდებას სასესხო ვალდებულებებთან. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი=((აქტივები-არამატერიალური აქტივები)-(მიმდინარე ვალდებულებები-მოკლევადიანი სესხები))/სესხები კოეფიციენტი დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სტაბილურობის შეფასების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მაღალია აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი, მით უფრო აღემატება კომპანიის აქტივები მის სასესხო ვალდებულებებს და, შედეგად, ნაკლებად რისკიანია კომპანია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.