კომპანიის მიერ დამატებითი ფინანსების მოზიდვის საერთო ღირებულება. ხშირად ეს კონცეფცია გამოიყენება კომპანიის შიგნით ახალი პროექტის მომგებიანობის დასადგენად.
კაპიტალის ზღვრული ღირებულების ცოდნა კომპანიას საშუალებას აძლევს, მოსაზიდი სახსრებისა (ვალის ან კაპიტალის ზრდით) და მისაღები ფულადი ნაკადების გათვალისწინებით შეაფასოს, არის თუ არა ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი. კაპიტალის ზღვრული ღირებულების გამოთვლისას გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი ვალის მოზიდვა ზრდის რისკს ინვესტორებისათვის, შედეგად, ისინი მოითხოვენ ინვესტიციებზე უფრო მაღალი უკუგების განაკვეთს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.