A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
AC AD AL AM AN AR AS AV
ACC

Accounting Rate of Return (ARR) – უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი

კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, საშუალოდ, რამდენ პროცენტიან უკუგებას უნდა ელოდეს მოცემული აქტივის მფლობელი აქტივით სარგებლობის განმავლობაში. იგი გამოითვლება ფორმულით: უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი=წლიური საშუალო წმინდა მოგება/ინვესტიციის საწყისი ღირებულება კოეფიციენტი არ ითვალისწინებს ფულის დროში ღირებულებას და პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ფულად ნაკადს. უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი, ძირითადად, გამოიყენება საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის შესადარებლად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9