A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
IM IN
INC INF INI INS INT INV

Investment Fund – საინვესტიციო ფონდი

ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც ერთ ჯგუფში გაერთიანებული ინვესტორები ახდენენ ფონდის საერთო, აკუმულირებული კაპიტალის ინვესტირებას კონკრეტულ ფასიან ქაღალდებში. საინვესტიციო ფონდის თითოეულ ინვესტორს აქვს საკუთრების და კონტროლის უფლება საკუთარ ილზე, თუმცა არ აქვს უფლება, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწვეტილება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. ფონდის კაპიტალს, როგორც წესი, მართავს ფონდის მენეჯერი. ინვესტორისთვის საინვესტიციო ფონდის უპირატესობებია: კაპიტალის დიდი მოცულობა, შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელების უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები, პროფესიონალი მენეჯერის მიერ მისი ინვესტიციის უკეთ მართვის შესაძლებლობა, ინვესტიციაში წილების გადანაწილების შედეგად კონკრეტული ინვესტორის მიერ გასაწევი დაბალი რისკი და დაბალი საინვესტიციო გადასახდელები.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9