A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
JO
JOI

Joint Venture – ერთობლივი საწარმო

ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ორი ან მეტი ბიზნესსუბიექტი აერთიანებს რესურსებს ერთიანი მიზნის მისაღწევად. ესაა იურიდიული პირი, რომელიც ორი ან მეტი მხარის გაერთიანებით იქმნება და აღნიშნული მხარეები ინაწილებენ ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებულ რისკებსა და უკუგებას. მაგალითად, თუ ფარმაცევტული საწარმო და ტექნოლოგიური კომპანია, ფარმაცევტული აპლიკაციებისა და პროგრამების შექრის მიზნით, ერთობლივად დააფუძნებენ ახალ კომპანიას, რომელიც აღნიშნული აპლიკაციებისა და პროგრამების წარმოებას დაიწყებს, ეს ახალი კომპანია ერთობლივ საწარმოდ ჩაითვლება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9