შეთანხმება, რომლის დროსაც მეიჯარე ქონებას სარგებლობის უფლებით გადასცემს მოიჯარეს. იჯარას ქირისგან ის განასხვავებს, რომ იჯარის დროს მოიჯარის (დამქირავებელის) უშუალო მიზანი არის საიჯარო ქონების სამეწარმეო მიზნებისათვის ან სამეწარმეო საშუალებად გამოყენება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.