საჯარო ინსტიტუტი, რომელიც კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინანსური სიძნელეებისა და გაკოტრების მაღალი ალბათობის არსებობისას, სესხს აძლევს. შედეგად, მათ იხსნის გაკოტრებისაგან, ხოლო ეკონომიკას - კრიზისში ჩაძირვისაგან. როგორც წესი, ბოლო ინსტანციის კრედიტორი ქვეყნის ცენტრალური ბანკია (საქართველოს შემთხვევაში-საქართველოს ეროვნული ბანკი).
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.