A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
LA LE LI LO
LEA LEN LEV

Leverage – დაფინანსების ბერკეტი

კომპანიის ფინანსურ სტრუქტურაში ვალისა და კაპიტალის თანაფარდობა. კომპანიებს, აქტივებისა და პროექტების დასაფინანსებლად, შეუძლიათ როგორც სესხის აღება ან სხვა ვალის ინსტრუმენტის გამოყენება, ასევე აქციების გამოშვება და კაპიტალის ზრდა. ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია, მათი თანაფარდობა კი ინვესტორებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, მაგალითად, ხომ არ არის კომპანია მეტისმეტად დამოკიდებული ვალზე ან, პირიქით, გადამეტებულად ხომ არ ზრდის კაპიტალს. კომპანიის ფინანსური ბერკეტის გასაზომად კარგი ინსტრუმენტია ვალის კაპიტალთან თანაფარდობა, რომელიც ჯამური ვალდებულებების ჯამურ საკუთარ კაპიტალთან ფარდობით გამოითვლება და ზომავს კომპანიის მთლიანი კაპიტალის რამხელა ნაწილს შეადგენს კომპანიის მიერ აღებული სესხები.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9