A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
LA LE LI LO
LIM LIQ

Liquidity Coverage Ratio (LCR) – ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი

ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც აღწერს კავშირს კომპანიის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებსა და ფინანსური სტრესის შემთხვევაში მოსალოდნელ წმინდა ფულად გადინებას შორის. იგი მიანიშნებს, რამდენად აქვს კომპანიას უნარი, თავისი ლიკვიდური აქტივებით დაფაროს მოკლევადიანი ვალდებულებები 30-დღიან სტრესულ პირობებში. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი=მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები/მთლიანი წმინდა გადინება 30-დღიან სტრესულ პირობებში

მოცემულ ფორმულაში მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები ისეთი აქტივებია, რომელთა ფულად გარდაქმნა შესაძლებელია დაუყოვნებლივ და უდანაკარგოდ ან მინიმალური დანაკარ- გებით, ხოლო სტრესულ პირობებში მოიაზრება ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პერიოდები. კოეფიციენტი გამოიყენება საბანკო ზედამხედველობის განსახორციელებლად. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნაა, რომ კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არასტრესულ პერიოდში არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9