ფინანსური მაჩვენებლების ჯგუფი, რომელიც აფასებს კომპანიის უნარს, გადაიხადოს მიმდინარე ვალდებულებები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებად ლიკვიდურობის კოეფიციენტებს მიეკუთვნება მიმდინარე კოეფიციენტი, სწრაფი კოეფიციენტი და ნაღდი ფულის კოეფიციენტი.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.