პროცესი, რომლის დროსაც მსესხებელი სესხს რამდენიმე გამსესხებლისგან შემდგარი ჯგუფისგან იღებს. ასეთი ტიპის სესხები მაშინ ხდება საჭირო, როდესაც სესხის მოცულობა ან რისკი მაღალია და ჯგუფის, ე.წ. „სინდიკატის“, შექმნით გამსესხებლები რისკებს ინაწილებენ.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.