კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს გრძელვადიანი სესხის წილს კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება გრძელვადიანი სესხების შეფარდებით გრძელვადიანი სესხებისა და საკუთარი კაპიტალის ჯამთან. კოეფიციენტს ხშირად იყენებენ ინვესტიციის რისკიანობის შესაფასებლად, თუ კოეფიციენტი მაღალია, ეს მიანიშნებს, რომ კომპანიის ოპერაციები მეტწილად სესხით ფინანსდება, რაც ინვესტიციის რისკიანობას ზრდის.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.