A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
LA LE LI LO
LOA LON

Long-Term Debt to Total Assets Ratio – გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი

ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, აქტივების რამხელა ნაწილია დაფინანსებული გრძელვადიანი ვალდებულებებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი=გრძელვადიანი ვალდებულებები/მთლიანი აქტივები

კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად აქვს ორგანიზაციას შესაძლებლობა, დაფაროს ფინანსური ვალდებულებები - რამდენად გადახდისუნარიანია იგი გრძელვადიან პერიოდში. კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს მაღალ რისკზე, რომ კომპანიას შეიძლება ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას, დაბალი მაჩვენებელი კი - კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეზე. მაგალითად, თუ კომპანიის გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი 2-ის ტოლია, ამ კომპანიის გაკოტრების რისკი საკმაოდ მაღალია და ეს ინვესტორებისთვის იძლევა სიგნალს, რომ სკეპტიკურად შეხედონ ამ კომპანიას და თავი შეიკავონ მის ვალდებულებებში ინვესტირებისაგან (მაგალითად, ამ კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენისგან).

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9