სიდიდე, რომელიც განისაზღვრება კომპანიის გამოშვებული აქციების ჯამური საბაზრო ფასით. ამგვარად, იგი გვიჩვენებს კომპანიის ღირებულებას ღია ბაზარზე. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოიყენება ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ზომების შესადარებლად. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოითვლება კომპანიის აქციების საბაზრო ფასის ნამრავლით მათ რაოდენობაზე.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.