| | |
1) ჰორიზონტალური - ასეთი ტიპის გაერთიანება ხდება, ბაზარზე გაძლიერების მიზნით, ისეთ ორ კომპანიას შორის, რომლებიც ერთმანეთის მსგავს ინდუსტრიებში მუშაობენ და შეიძლება იყვნენ ერთმანეთის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონკურენტები;
2) ვერტიკალური - ასეთია შერწყმა მიმწოდებელ და მომხმარებელ კომპანიებს შორის, მიწოდების ჯაჭვში საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით;
3) კონგლომერატული - ამ ტიპის ტრანზაქცია ხდება სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ერთმანეთთან არადაკავშირებულ კომპანიებს შორის, როგორც წესი, დივერსიფიცირების მიზნით.
კომპანიების შეძენაც შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:
1) ნორმატიული - ასეთად ხასიათდება შესყიდვა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც შემძენი ბევრად აღემატება სამიზნეს და ყიდულობს ამ უკანასკნელის მთლიან აქტივებსა და ვალდებულებებს. გარიგების შემდეგ სამიზნე კომპანია, როგორც იურიდიული პირი, წყვეტს არსებობას;
2) შვილობილი - ასეთი ტიპის შესყიდვისას სამიზნე კომპანია ხდება შემძენის შვილობილი კომპანია, თუმცა განაგრძობს საქმიანობას ცალკე იურიდიულ პირად;
3) კონსოლიდაცია - ასეთი გარიგების შემდეგ ორივე კომპანია წყვეტს ცალ-ცალკე არსებობას და იქმნება სრულიად ახალი ერთეული.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |