ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ბანკი, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) გამოსცემს მსესხებლის (პრინციპალის) თხოვნით. ეს არის წერილობითი თანხმობა, რომ გარანტი, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, დაფარავს პრინციპალის მიერ ნაკისრ ვალდებულებას კრედიტორის (ბენეფიციარის) წინაშე იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვალდებულებას თავად ვერ/არ შეასრულებს. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის გაცემის სანაცვლოდ პრინციპალი გარანტს, როგორც წესი, წინასწარ შეთანხმებულ საზღაურს უხდის.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.