რიცხვითი მონაცემი, რომელიც გამოითვლება კომპანიის ხელთ არსებული ჯამური ფულისთვის ჯამური ვალდებულებების გამოკლებით. აღნიშნული მაჩვენებელი აღწერს, რამხელა ფულადი სახსრები დარჩება კომპანიას ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში და აქტიურად გამოიყენება კომპანიის ლიკვიდურობის შესაფასებლად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.