მოგება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად აღემატება კომპანიის შემოსავლები მის ხარჯებს. იგი გამოითვლება მთლიანი მიღებული შემოსავლისთვის ყველა ხარჯის გამოკლებით. წმინდა მოგება მოგება-ზარალის უწყისის შემაჯამებელი რიცხვია და განსაზღვრავს კომპანიის ფინანსურ სარგებლიანობას მოცემულ პერიოდში. მის კალკულაციაში მონაწილეობს ისეთი არაფულადი შემოსავლები და ხარჯები, როგორებიცაა: კრედიტით გაყიდვა, ცვეთა და სხვა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.