სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, როდესაც ამ უკანასკნელთა ფასები კლებისკენაა მიმართული. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასები 20%-ით ან მეტით მცირდება. ასეთ დროს ინვესტორები პესიმისტურად არიან განწყობილნი და ცდილობენ, კი არ შეიძინონ, არამედ გაყიდონ ფასიანი ქაღალდები. დათვის ბაზრის მაგალითია 2020 წლის მარტის მდგომარეობა, როდესაც დოუ-ჯონსის ინდექსი, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეცესიის გამო, 30 000-დან თითქმის 19 000-მდე დაეცა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.