კომპანიის გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა შეღავათის, ფასდაკლების და უკან დაბრუნებული საქონლის გამოკლების შემდგომ. მოცემული მაჩვენებელი მკაფიოდ განსაზღვრავს კომპანიის შემოსავლებს და ხშირად გამოიყენება გაყიდვების ბრუნვის შესაფასებლად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.