A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
NE NO
NET

Net Working Capital – წმინდა საბრუნავი კაპიტალი

სხვაობა კომპანიის მიმდინარე აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის; ზომავს კომპანიის ლიკვიდურობასა და მოკლევადიან პერიოდში მის ფინანსურ მდგომარეობას. თუ წმინდა საბრუნავი კაპიტალი უარყოფითია, მიმდინარე ვალდებულებები აჭარბებს მიმდინარე აქტივებს და, შესაძლოა, კომპანიას მომავალში ბიზნესის ზრდასა და ვალდებულებების დაფარვაში პრობლემები შეექმნას. თუ კომპანიის წმინდა საბრუნავი კაპიტალი დადებითია, მიმდინარე აქტივები აჭარბებს მიმდინარე ვალდებულებებს და მას შეუძლია, შეუფერხებლად განახორციელოს ბიზნესოპერაციები.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9