კომპანიის ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება ძირითად ბიზნესსაქმიანობას, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი, რესტრუქტურიზაციის ხარჯი, მარაგების ჩამოწერის ხარჯი და სხვა. კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში არასაოპერაციო ხარჯები ბოლოს არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, ცალკეულად შეაფასონ ბიზნესის ძირითადი აქტივობები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ანგარიშგების დასაწყისშივეა მითითებული.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.