A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
OB OF OP OU OV
OPE OPP

Opportunity Cost – ალტერნატიული დანახარჯი

სარგებელი, რომელზე უარის თქმაც უწევს გადაწყვეტილების მიმღებს, როდესაც ერთ ალტერნატივას მეორეს ამჯობინებს. მაგალითად, თუ ინვესტორი 100 000 ლარს აბანდებს ობლიგაციებში და ამ გადაწყვეტილების ალტერნატივა თანხის აქციებში ინვესტირება იყო, გადაწყვეტილების ალტერნატიული დანახარჯი იქნება უკუგება, რომელსაც ინვესტორი აქციებში ინვესტირებით მიიღებდა, მასზე უარი რომ არ ეთქვა. რადგან ხშირად კონკრეტულ გადაწყვეტილებას თან არა ერთი, არამედ რამდენიმე ალტერნატივა ახლავს, ალტერნატიული დანახარჯი საუკეთესო ალტერნატივაზე უარის თქმის შედეგად ხელიდან გაშვებული სარგებელი იქნება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9