ობლიგაცია, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით ივაჭრება. მაგალითად, თუ ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1 000 ლარი და ბაზარზე ამ ობლიგაციის ფასი არის 1 200 ლარი, ეს უკანასკნელი ჩაითვლება ობლიგაციად პრემიუმით. ობლიგაცია ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად, როგორც წესი, ივაჭრება მაშინ, როდესაც მისი კუპონის განაკვეთი მეტია ბაზრის მიმდინარე განაკვეთებზე.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.