ინფორმაციის დაშიფვრისა და შენახვის ციფრული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს მუდმივად მზარდ, დეცენტრალიზებულ, ნაწილებად (ბლოკებად) დაყოფილი ბაზების საცავს. ბლოკჩეინი მონაცემების შენახვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და საიმედო გზად ითვლება, რადგან მისი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, უსაფრთხოებას უშუალოდ სისტემა განაპირობებს და არა მესამე პირი. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყველაზე აქტიურად კრიპტოვალუტების სისტემებში გამოიყენება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.