A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
PA PE PO PR PU PY
PRE PRI PRO

Prisoners Dilemma – პატიმრის დილემა

„თამაშთა თეორიის“ კლასიკური მოდელი, რომელიც აღწერს სიტუაციას, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის და კომუნიკაციის გარეშე, პერსონალური სარგებლის მაქსიმიზაციის მიზნით, თუმცა, საბოლოო ჯამში, იღებენ არა-ოპტიმალურ შედეგს, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად. პატიმრის დილემა გულისხმობს, რომ მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნვა ზოგჯერ ოპტიმალური სტრატეგია არ არის და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ, თუმცა, დილემის არსიდან გამომდინარე, რიგი მიზეზების გამო, თანამშრომლობა ამგვარ სიტუაციებში მარტივი არ არის.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9