გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ეყრდნობა ფინანსური შედეგების კონკრეტულ დათქმებსა და გათვლებს. მისი მიზანია, ანგარიშგებაში ასახოს კომპანიის მუდმივი ოპერაციების შედეგები. პროფორმა ანგარიშგების შედგენისას არ ხდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. ამ მეთოდით შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებებს კომპანიები მომავლის დასაგეგმად და ინვესტორებისთვის ზოგადი სურათის საჩვენებლად იყენებენ. მაგალითად, პროფორმა ანგარიშგების შედგენისას კომპანიამ, შესაძლოა, მოგება-ზარალში არ ასახოს სხვადასხვა ერთჯერადი ტიპის ხარჯი: ზარალი ძირითადი საშუალების გაყიდვიდან, გადაფასების ზარალი/სარგებელი და ა.შ. ფინანსური სურათის არასწორად წარმოჩენისა და ინვესტორების შეცდომაში შეყვანის რისკის გამო, კომპანიებს, რომელთა აქციებიც ბირჟაზე ივაჭრება, შეზღუდული აქვთ ასეთი ანგარიშგებებით სარგებლობა და ვალდებულნი არიან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ანგარიშგებები წარადგინონ.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.