A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
PA PE PO PR PU PY
PRE PRI PRO

Profit – მოგება

სხვაობა კომპანიის ჯამურ შემოსავლებსა და ჯამურ დანახარჯებს შორის.

მოგება გამოითვლება სამ ძირითად ეტაპზე:

1) საერთო მოგება – სხვაობა კომპანიის შემოსავლებსა და რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას შორის;

2) საოპერაციო მოგება – სხვაობა საერთო მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის;

3) წმინდა მოგება – საოპერაციო მოგების ნაწილი, რომელიც რჩება გადასახადებისა და საპროცენტო ხარჯის გადახდის შემდგომ. მოგების მოცემულ ნაწილებად დაყოფა კომპანიას თავისი საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზის შესაძლებლობას აძლევს.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9