გადასახადი, რომლის განაკვეთი იზრდება დასაბეგრი შემოსავლის ზრდასთან ერთად. მაგალითად, თუ ერთი ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 100 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის არის 10%, მაშინ, როდესაც სხვა ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 300 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის არის 20%, ეს მიუთითებს, რომ გადასახადი პროგრესიულია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.