1 წელზე მეტი სასიცოცხლო ვადის მქონე მატერიალური აქტივები, რომელთაც საწარმო იყენებს წარმოებაში, მომსახურეობაში, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. ძირითადი საშუალებები შეიძლება იყოს შენობა, აღჭურვილობა, მანქანა-დანადგარები, მიწა. ძირითადი საშუალებები მოცემულია საბალანსო ანგარიშგების გრძელვადიანი აქტივების ნაწილში.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.