არაკონტროლირებადი რისკი, რომლის კატეგორიასაც მიეკუთვნება: ბუნებრივი მოვლენები, სტიქიური უბედურებები, სიკვდილი და სხვა. ასეთი რისკით გამოწვეული შედეგები ან არანაირ გავლენას არ ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე, ან მისთვის დანაკარგი მოაქვს. წმინდა რისკით გამოწვეული პოტენციური ფინანსური ზარალის შესამცირებლად საუკეთესო გზა არის დაზღვევა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.