A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
RAT

Rate of Return (RoR) – უკუგების განაკვეთი

საზომი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის საწყისი თანხის რამდენ პროცენტს იღებს ინვესტორი სარგებლის ან ზარალის სახით. უკუგების განაკვეთი გამოითვლება ინვესტიციიდან სარგებლის ან ზარალის სახით მიღებული ფულადი ნაკადების შეფარდებით ინვესტიციის საწყის მოცულობასთან. მაგალითად, თუ სუბიექტმა შეიძინა აქცია 100 დოლარად, აქციის ფლობის პერიოდში დივიდენდებად მიიღო ჯამში 20 დოლარი, ხოლო შემდგომ აქცია გაყიდა 115 დოლარად, ინვესტორის უკუგების განაკვეთი გამოითვლება დივიდენდად მიღებული თანხისა და აქციის გაყიდვიდან მიღებული სარგებელის ჯამის შეფარდებით აქციის საწყის ღირებულებასთან:

უკუგების განაკვეთი=(20+115–100)/100=35/100=35%.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9