A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
REA REG REI REL REM REQ RES RET REV

Real Interest Rate – რეალური საპროცენტო განაკვეთი

სარგებლის განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციის პრემიას და გვიჩვენებს ფულის რეალურ ღირებულებას მსესხებლისთვის და რეალურ სარგებელს გამსესხებლისა ან ინვესტორისათვის. რეალური საპროცენტო განაკვეთი გამოხატავს მხარეების დამოკიდებულებას დროში ფულის ღირებულებასთან მიმართებით, ანუ რამხელა უკუგების სანაცვლოდაა თანახმა გამსესხებელი, დათმოს დღევანდელი 1 ლარი 1 წლის შემდგომი თანხის სანაცვლოდ. რეალური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ნომინალური საპროცენტო განაკვეთისთვის ინფლაციის გამოკლებით:

რეალური საპროცენტო განაკვეთი=ნომინალური საპროცენტო განაკვეთი–ინფლაცია.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9