A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
REA REG REI REL REM REQ RES RET REV

Real Rate of Return – რეალური უკუგების განაკვეთი

ინვესტიციაზე უკუგება, რომელშიც გათვალისწინებულია ინფლაციაც. ეს მაჩვენებელი კარგი საზომია მოცემული ფინანსური აქტივის რეალური მსყიდველობითი უნარის განსასაზღვრად. რეალური უკუგების განაკვეთი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

(1+ნომინალური საპროცენტო განაკვეთი)/(1+ინფლაციის მაჩვენებელი)-1

მაგალითად, თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 10%, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი არის 6%, მაშინ ამ ფასიანი ქაღალდის რეალური უკუგება გამოდის 4%. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდიდან მომავალში მიღებული სარგებელი დროში კარგავს თავის ღირებულებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9