სარგებლის განაკვეთი, რომელსაც ინვესტორი მიიღებს წინა ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების ახალ პროექტში ინვესტირების შედეგად. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს წლიურ 3% სარგებლის 2 წლიან ფასიან ქაღალდს და ვადის გასვლის შემდეგ ამ ფასიანი ქაღალდიდან მიღებულ თანხას ახალი, 4%-იანი სარგებლის განაკვეთის მქონე, ობლიგაციის შესაძენად გამოიყენებს, ჩაითვლება, რომ რეინვესტირების განაკვეთი არის 4%.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.