რესურსების, მომსახურების ან ვალდებულებების გადაცემა ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მასთან დაკავშირებულ მხარეს შორის, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა ამ ოპერაციის სანაცვლოდ თანხის ან სხვა ტიპის სარგებლის გადახდა. დაკავშირებულ მხარეებს უწოდებენ მხარეებს, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვთ საქმიანი ან პირადი ურთიერთობა ან/და გააჩნიათ საერთო ინტერესი. ასეთი ოპერაციის მაგალითია მშობელი კომპანიის მიერ შვილობილ საწარმოზე სესხის გაცემა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.